X

FRENEBI.NET

მოძებნე და დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები და ტურები ონლაინ!

ფასების ნახვა ➔

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი თვის ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედიაავრცელებს. 

მედიის ცნობით, 39-მა ადამიანმა კვამლისგან ინტოქსიკაცია მიიღო. დაშავებულებს შორის 7 მეხანძრე-მაშველია.

ხანძარი ჩანკაიას რაიონში მდებარე 26-სართულიან შენობაში გაჩნდა. მაშველები დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის გასაკონტროლებლად.

By kote