უცხოურ ემდიაში ცნობილი გახდა იმ ფულადი პრიზის ოდენობა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი მიიღებს.
როგორც ცნობილია, ტურნირის გამარჯვებულს ჯამურად 150 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.
გუნდი, რომელიც ფინალს მოიგებს 6.5 მილიონ ევროს მიიღებს, ფინალში გასვლისთვის კი 18.5 მილიონს.
აღნიშნული ჯამური თანხა მთლიანად გადანაწილდება გუნდზე, მათ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე. ასე რომ, ტურნირის მოგების შემთხვევაში კვარაცხელიაც სოლიდურ ბონუსს მიიღებს.