უბედურ შემთხვევას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, 3 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მოძრავი ავტომობილის კართან შეხების შედეგად დაეცა და თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო. მათივე თქმით, ავტომობილს ქალი მართავდა.

მანავში ამბობენ, რომ ოჯახებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა არსებობდა და მომხდარი უბედურ შემთხვევად განიხილება.

ზუსტი გარემოებების დასადგენად, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

By kote

You missed