მო­ქა­ლა­ქე­ებს მარ­თვის მოწ­მო­ბის არა­გეგ­მუ­რი – 250 ლა­რი­ა­ნი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ შა­ბათს ექ­ნე­ბათ. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნი­სის თვი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გაც­ნო­ბებთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნი­სის თვი­დან, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა.

ცვლი­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, თუ მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის, რო­გორც გეგ­მუ­რი, ასე­ვე, არა­გეგ­მუ­რი (250 ლა­რი­ა­ნი) გა­მოც­დით ესარ­გებ­ლათ, ცვლი­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვლით მხო­ლოდ გეგ­მუ­რი გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­გეგ­მუ­რი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ შა­ბათს ექ­ნე­ბათ.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არა­გეგ­მუ­რი გა­მოც­დე­ბის კვო­ტა მთლი­ა­ნად და­ე­მა­ტე­ბა გეგ­მურ გა­მოც­დებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

By kote