თბილისის ზღვასთან გარდაცვლილი პირის ვინაობა დადგენილია –  25 წლის ნუკრი ქოქუაშვილი, წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო.

ცხედარი პოლიციამ გუშინ დილით ჩამომხრჩვალი ნახა, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თბილისში ქირით ცხოვრობდა და ერთ-ერთ კაზინოში იყო დასაქმებული.

რა მოხდა ადგილზე, ოფიციალური უწყების მიერ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ქოქუაშვილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზა და ის საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. 

By kote

This will close in 15 seconds