“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯა­შუ­შო­ბის­თვის, კერ­ძოდ უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბი­სა და გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე“, – ამის შე­სა­ხებ სუს-ის უფ­რო­სის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ლაშა მაღ­რა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მაღ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თა­ვი­სი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის, წარ­სულ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რა­დი კავ­ში­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, სის­ტე­მუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა­სა და მათ­თვის გა­და­ცე­მას.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით სუს-ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი პირი გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რია.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ერთ-ერთი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხურს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თან­ხის სა­ნაც­ვლოდ აწ­ვდი­და.

  • 5 მა­ი­სამ­დე, ანუ და­კა­ვე­ბამ­დე უძი­ლა­უ­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო. მა­ნამ­დე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო “ქარ­თუ ჯგუ­ფის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. უფრო ადრე კი ეწე­ო­და ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში.

რა სას­ჯე­ლი ელო­დე­ბა?

საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 314-ე მუხ­ლით, რაც 8-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რას ედა­ვე­ბი­ან უძი­ლა­ურს?

და­კა­ვე­ბულს უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან გა­აჩ­ნდა მა­ღალ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სის­ტე­მა­ტუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი. შეხ­ვედ­რე­ბი იგეგ­მე­ბო­და და­შიფ­რუ­ლი ორ­მხრი­ვი კავ­ში­რის გა­მო­ყე­ნე­ბით და იმარ­თე­ბო­და სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი კონ­სპი­რა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის მკაც­რი დაც­ვით. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რო­გორც პი­რის­პირ კონ­ტაქ­ტის, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ცავ­და სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის სა­ი­დუმ­ლო მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­თან, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან, ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის დამ­კვე­თე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სხვა მო­ნა­ცე­მებ­თან.

გარ­და ამი­სა, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის და­ვა­ლე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი მუ­შა­ობ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო პლატ­ფორ­მე­ბის შექ­მნა­ზეც, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო მე­დია სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­დაზ­ვერ­ვო ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, მათ შო­რის, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით ახორ­ცი­ე­ლებ­და.

By kote