X

FRENEBI.NET

მოძებნე და დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები და ტურები ონლაინ!

ფასების ნახვა ➔

შშ-ის როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი სტუდენტი დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა.

CNN-ის ინფორმაციით, სროლა უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდის შემაჯამებელი სესიის დროს მოხდა. სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. პოლიციის თქმით, თავდამსხმელი შავებში ჩაცმული მამაკაცი იყო, რომელიც ფეხით გაიქცა.

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და პროვიდენსის პოლიცია საზოგადოებას ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

By kote